შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონთან

11 ნოემბერი 2025

11 ნოემბერს, ოლიმპიურ მუზეუმში სპორტის პედაგოგთან ერთად სტუმრად იმყოფებოდნენ ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლის - ,,XXI საუკუნის" მე- 9 კლასის მოსწავლეები.

მოსწავლეებმა დაათვალიერეს ოლიმპიურ მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები და ინფორმაციული მასალა, მოისმინეს ინფორმაცია ოლიმპიზმის ისტორიისა და ქართული სპორტის წარმატებების შესახებ.

სტუმრებს მუზეუმში უმასპინძლა ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა მოსწავლეებს მოუთხრო მის მიერ განვლილ სპორტულ გზაზე, სპორტის როლსა და მნიშვნელობაზე. შეხვედრა გაიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

სტუმრებმა დიდ ეკრანზე იხილეს ფილმი - ,,ერთი ჩემპიონის ისტორია" ოლიმპიური ჩემპიონის გელა კეტაშვილის შესახებ.