საქართველოს ბატუტზე მხტომელთა ნაკრების წარმატება ასაკობრივ მსოფლიო ჩემპიონატზე

17 ნოემბერი 2025

ბატუტზე მხტომელთა ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ესპანური პამპლონა მასპინძლობდა, საქართველოს ნაკრებისთვის მეტად შედეგიანი გამოდგა. მედლები დაიმსახურეს როგორც გოგოებმა, ისე ვაჟებმა. 

ვაჟთა ნაკრებიდან სინქრონულ ხტომებში საუკეთესოები იყვნენ ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე, რომლებმაც 16-წლამდელთა შორის 48.390 ქულით ჩემპიონობა იზეიმეს.

სინქრონულ ხტომებში 21-წლამდელთა შორის ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს ანანო აფაქიძემ და მარიამ რაგიმოვმა, რომლებმაც ჯამში 48.070 ქულა დაიმსახურეს.

14-წლამდელთა შორის ჩემპიონები გახდნენ მარიამ გაბრიაძე და ელენე კირთაძე. მათმა ტანდემმა 46.380 ქულა დაიმსახურა.

14-წლამდე ინდივიდუალურ ასპარეზობებში 52.140 ქულით ვერცხლის მედალი ერგო მარიამ გაბრიაძეს.

12-წლამდელებში 49,550 ქულით ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ქრისტინე პლეხანოვმა.