ანონსი
17 დეკემბერი 2025
19 დეკემბერს, 12:00 საათზე (რეგისტრაცია დაიწყება 11 საათიდან) სასტუმრო ,,ტელეგრაფში" (შოთა რუსთაველის გამზირი №31) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2025 წლის საანგარიშო სესია.
სესიის დასრულების შემდეგ 14:30 საათზე სასტუმრო ,, რადისონ ბლუ ივერიაში" (პირველი რესპუბლიკის მოედანი № 1) გაიმართება 2025 წლის სპორტული შედეგების მიხედვით სეოკ-ის ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი.



