სეოკ-ის 2025 წლის ნომინაციებში გამარჯვებულ ძიუდოისტებს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა სპეციალური ჯილდოები გადასცა
დღეს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2025 წლის ნომინაციებში გამარჯვებულ ძიუდოისტებთან შეხვედრა. ჩვენი ძიუდოსიტები იაპონიაში გადიოდნენ საწვრთნელ შეკრებას და ვერ დაესწრნენ სეოკ-ის გალა-დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას. სამშობლოში დაბრუნებულებს კი სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა პირადად გადასცა მათთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდოები და ახალი წარმატებები უსურვა.
შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით 2025 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები - ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, წლის საუკეთესო გუნდად დასახელდა ძიუდოსტთა ეროვნული ნაკრები, რომელმაც წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულები მოიპოვა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო გადაეცა კახაბერ მოცრაძეს - ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელს.






