არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დაჯილდოვდა
დღეს სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში" არაოლიმპიური კომიტეტის და რადიო ,,ჯაკოს" ორგანიზებით, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმარათა არაოლიმპიურ სახეობებში 2025 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოების ცერემონია.
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები და სპორტსმენები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს.
გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერტიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს და ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელები, პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.
გამარჯვებულები გახდნენ:
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაცია - თემურ სამხარაძე
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია - საბა ინანეიშვილი
საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ფედერაცია - მინდია მგელაძე
საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია - ნინო ბაციაშვილი
საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაცია - დათა ქაჯაია
საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია - ავთო მუკბანიანი
საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია - მათე კორთხონჯია
საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნული ფედერაცია -ლექსო საბანაძე
საქართველოს ფუტსალის ასოციაცია - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები
უძლიერეს მამაკაცთა და მთიელთა თამაშების ფედერაცია - ნიკა ლეკაიძე
სპეციალური ჯილდო
საქართველოს რაგბის კავშირი - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები
ღონისძებაზე, უკვე ტრადიციულად, ბადრი პატარკაციშვილის სახელობის პრემია გადაეცა სამი სპორტული კატეგორიის გამარჯვებულს:
ვახტანგ ლოლუა - მსოფლიოს ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში
ნიკა ლეკაიძე - ევროპის უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი 23 -წლამდე და მსოფლიოს ჩემპიონი
უძლიერეს მამაკაცთა შორის დიდებში
ვანო წიკლაური - პარაწოლჭიმის ნაკრების წევრი






