გაერო მსოფლიოს ოლიმპიური ზავისკენ მოუწოდებს

01 თებერვალი 2026

ანტიკური ტრადიციის მიხედვით, ოლიმპიური თამაშების პერიოდში სამშვიდობო ზავი იდებოდა და ომები ჩერდებოდა. გაერო და იტალია - 2026 წლის ზამთრის XXV ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში მიმდინარე ომების თუ კონფლიქტების მონაწილეებს ასპარეზობებისას ძველი ტრადიციის გახსენებისკენ და იარაღის დაყრისკენ მოუწოდებენ.

ამგვარმა მოწოდებამ, რომელიც ეყრდნობა ძველბერძნულ ტრადიციას - "ეკეჰეირიას", ანუ ოლიმპიურ ზავს, გაიჟღერა თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე.

სამშვიდობო ზავს საფუძველი ჩაეყარა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 776 წელს, თანამედროვე სამყაროში კი ის 1994 წლის ლილეჰამერის ზამთრის თამაშებზე ააღორძინეს.

2025 წლის ნოემბერში, იტალიის ინიციატივით, გაეროში ოლიმპიური თამაშების დროს ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუცია მიიღეს.

მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშების საზეიმოდ გაიხსნება 6 თებერვალს.