ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს
მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის მეხუთე საასპარეზო დღეს, მოკლე პროგრამით წარდგნენ ვაჟები. 29 მონაწილეს შორის იყო საქართველოს ნაკრების წევრი ნიკა ეგაძე, რომელიც რეიტინგის გათვალისწინებით ლიდერთა - მეხუთე ჯგუფიდან ჩაერთო ასპარეზში.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოკლე პროგრამაში 85.11 ქულა დაიმსახურა და მე-15 ადგილი დაიკავა. თავისუფალში ასპარეზობისთვის აუცილებელი იყო 24 საუკეთესო მოციგურავეს შორის მოხვედრა. 13 თებერვალს ნიკა ეგაძე თავისუფალ პროგრამას შეასრულებს.
11 თებერვალს სპორტულ ცეკვებში თავისუფალ პროგრამით წარდგება დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილი.






