ლუკა ბუჩუკურის ოლიმპიური დებიუტი ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე-მილანი/კორტინა 2026 ასპარეზობას შეუდგა საქართველოს სამთო მოთხილამურეთა ნაკრები. ჩვენი გუნდიდან ოლიმპიურ სარბიელზე პირველი გავიდა ლუკა ბუჩუკური, რომელმაც გიგანტურ სლალომში იასპარეზა.
ლუკა ბუჩუკურმა პირველი დაშვებისას ფინიშის ხაზი 1:28.21 წუთში გადაკვეთა და 61-ე ადგილზე გავიდა. უკეთ გამოვიდა მეორე დაშვებისას - 1:20.57 წუთში გადაკვეთა ფინიშის ხაზი და 51-ე ადგილი დაიკავა. ორივე დაშვების ჯამში (2:48.78) კი ბუჩუკურმა 56-ე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
ვაჟთა გიგანტურ სლალომში ჩემპიონობა მოიპოვა ბრაზილიელმა ლუკას პინეირო ბროტენმა, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს შვეიცარიელებმა, მარკო ოდერმატმა და ლოიკ მეიარმა.
ქართველი ოლიმპიელი უკეთესი შედეგისთვის 16 თებერვალს სლალომში იასპარეზებს.
ხვალ, 15 თებერვალს ოლიმპიურ სარბიელზე ასევე გავა სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური, რომელიც გიგანტურ სლალომში გამოვა.
ხვალვე ფიგურულ ციგურაობაში წყვილთა მოკლე პროგრამაში იასპარეზებს ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი.






