ლუკა ბუჩუკურმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა
მილანი/კორტინას ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე სლალომში სამთო მოთხილამურეებს რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოუწიათ ასპარეზობა.
ვაჟთა სლალომში სტარტზეც 96 მონაწილე გავიდა, მათ შორის 52-მა შეჯიბრება ვერ დაასრულა. სამწუხაროდ, მათ შორის იყო საქართველოს წარმომადგენელი ლუკა ბუჩუკური, რომელიც ისევე როგორც მონაწილეთა ნახევარზე მეტი, პირველი დაშვებისას შეჯიბრებას გამოეთიშა.
ლუკა ბუჩუკურმა 14 თებერვალს გიგანტურ სლალომშიც იასპარეზა და 56-ე ადგილზე გავიდა.






