სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი ფარიკაობაში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს დაესწრო
20 დან 27 თებერვლის ჩათვლით საქართველო ფარიკაობაში ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს თბილისის ზღვის პლაზაში.
ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა როგორც ხმლით, ასევე დაშნით მოფარიკავე ქართველმა სპორტსმენებმა.
საქართველოს ანგარიშზე მოპოვებულია ოქროს მედალი - ჭაბუკებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძე.
26 თებერვალს, ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო დღეს დაესწრო სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ევროპის ჩემპიონობა მიულოცა მოფარიკავე გიორგი ურუშაძეს და უსურვა შემდგომი ახალი გამარჯვებები.
ფარიკაობის ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებს 42 ქვეყნის 1100-ზე მეტი სპორტსმენი. აღნიშნულ შეჯიბრებას საქართველო პირველად მასპინძლობს.
შეჯიბრება დღეს დასრულდება და ევროპის ჩემპიონატის ბოლო საშეჯიბრო დღეს გუნდური შეჯიბრების ასპარეზობაში ქართველი ხმლით მოფარიკავეები ჩაერთვებიან.






