სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით ოლიმპიურ კომიტეტში ჩატარდა სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა , პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, საქართველოს ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტმა ლელა აფციაურმა.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს სპორტული უწყებების და ფედერაციების წარმომადგენლებმა, მწვრთნელებმა, სპორტის ადმინისტრატორებმა, სპორტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.
სემინარის ფარგლებში სეოკ-ის ხელმძღვანელებმა, სპორტის ექსპერტებმა და მოწვეულმა ლექტორებმა ისაუბრეს სპორტის და ოლიმპიზმის აქტუალურ საკითხებზე. მონაწილეებმა მიიღეს განახლებული ინფორმაციები და გაეცნენ საერთაშორისო პრაქტიკას.
სემინარის დასრულების შემდეგ სემინარის მონაწილეებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ და გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა.
აღნიშნული სემინარის მონაწილეები სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც 6 აპრილს ტრადიციულად აღინიშნება შეუერთდნენ ,, თეთრი ბარათების" კამპანიას-სპორტი მშვიდობისა და განვითარების კამპანიას, რომლის მიზანი სპორტში პოზიტიური ღირებულებების წახალისებაა.






