სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ვიცე-პრეზიდენტი ანზორ ჩუბინიძე წიგნის - „ვარსკვლავების ჩრდილში`` პრეზენტაციას დაესწრნენ
ბათუმში ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის პარალელურად გაიმართა, ძალოსნობაში ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორების აღმზრდელის, სახელოვანი მწვრთნელის- ვანო გრიქუროვის წიგნის - „ვარსკვლავის ჩრდილში" პრეზენტაცია, წიგნზე მუშაობას, რომელსაც ვანო გრიქუროვმა წლები შეალია, ეძღვნება სპორტსმენებს და მწვრთნელებს, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მათ დიდ ძალისხმევას, რაც თითოეული სპორტული მიღწევის უკან დგას.
სამწუხაროდ, დამსახურებულმა მწვრთნელმა - ვანო გრიქუროვმა წიგნის გამოცემა ვერ მოასწრო, თუმცა მისი სურვილი და იდეა განახორციელეს მისმა მოსწავლეებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა კახი კახიაშვილმა და გიორგი ასანიძემ.
წიგნის პრეზენტაციას ესწრებოდნენ სპორტული უწყებების ხელმძღვანელები, სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.






