არჩილ მალაყმაძემ აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

22 აპრილი 2026

ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღე შედეგიანი გამოდგა საქართველოს ძალოსანთა ნაკრებისთვის - 69 კილოგრამ წონითი კატეგორიის წარმომადგენელი  არჩილ მალაყმაძე მედალოსანი გახდა.

ქართველი ძალოსნისთვის წარმატებული გამოდგა აკვრაში ასპარეზობა, სადაც 183 კილოგრამის დაძლევით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მთლიანობაში კი მეხუთე იყო როგორც ატაცში, ისე ორჭიდში.