შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე ქვემო ქართლის სპორტსმენებთან
28 აპრილს, რუსთავში გაიმართა შეხვედრა ქვემო ქართლიდან საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე სპორტსმენებთან.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორები, ფესტივალში მონაწილე ქვემო ქართლის რეგიონის სპორტსმენები, მწვრთნელები და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები.
სპორტული უწყებების ხელმძღვანელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ წინასაფესტივალო მზადების პროცესს და წარმატებები უსურვეს ახალგაზრდა სპორტსმენებს.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომლის ფინალურ ეტაპს 2026 წლის 2-6 ივნისს ბათუმი უმასპინძლებს, ქვემო ქართლი სპორტის 14 სახეობაში: კალათბურთი 3X3 ( ვაჟები, გოგონები), მინი ფეხბურთი (ვაჟები, გოგონები), ფრენბურთი (ვაჟები, გოგონები), მაგიდის ჩოგბურთი ( ვაჟები, გოგონები), კრივი (ვაჟები), მხატვრული ტანვარჯიში, ჩოგბურთი ( ვაჟები, გოგონები), ცურვა ( ვაჟები, გოგონები), ძიუდო ( შერეული გუნდური), თავისუფალი ჭიდაობა, ბერძნულ- რომაული ჭიდაობა, ქვიშის ჭიდაობა, ბადმინტონი ( ვაჟები, გოგონები), ქართული ჭიდაობა იქნება წარმოდგენილი.
ფინალურ ეტაპს წინ უძღვოდა რეგიონალური შეჯიბრებები, რომლებიც განხორციელდა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის და სპორტული ფედერაციების ორგანიზებით.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო მულტისპორტული პროექტია, რომელიც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალის აქტიური მხარდამჭერები არიან საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია.
საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება სპორტის 17 სახეობაში, 14-17 წლის სპორტსმენებს (დაახლოებით 1200 სპორტსმენი) შორის, საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდების მონაწილეობით. ოლიმპიურ ფესტივალზე გამოვლინდებიან სპორტის ცალკეულ სახეობებში გამარჯვებულები, ფესტივალის მთავარი პრიზი კი გადაეცემა რეგიონს, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებს ქულათა ჯამური მაჩვენებლით.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს, რეგიონებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, ოლიმპიზმისა და სპორტის პოპულარიზაციას, სპორტის მასობრიობის ზრდას, მომავალი ოლიმპიელების აღმოჩენას.






