მამუკა კვარაცხელიას წიგნის - „ერთადერთი" პრეზენტაცია
დღეს საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, მამუკა კვარაცხელიას წიგნის - „ერთადერთი" პრეზენტაცია.
გამოცემა ეძღვნება ფეხბურთში ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს- გელა კეტაშვილს. აღნიშნული წიგნით ქართული სპორტის მატიანეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა შეემატა. წიგნი გამოიცა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონი გელა კეტაშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები, მედიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებას უძღვებოდა სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ სეოკ-ის, სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელები, ვეტერანი ფეხბურთელები და ჟურნალისტები, რომლებმაც ისაუბრეს გელა კეტაშვილის გამორჩეულ სპორტულ კარიერასა და მის განსაკუთრებულ წვლილზე ქართული ფეხბურთის ისტორიაში. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს წიგნის ავტორს, მამუკა კვარაცხელიას, მნიშვნელოვანი გამოცემის შექმნისთვის.
თავის მხრივ, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა და წიგნის ავტორმა მამუკა კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის, ხოლო წიგნის გამოცემის მხარდამჭერ ორგანიზაციებს - გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის






