ოლიმპიური ჩემპიონი ქუთაისში

13 ნოემბერი 2012

ოლიმპიურ ღონისძიებათა პროგრამის ფარგლებში იმერეთსა და ქუთაისში ერთი კვირის მანძილზე ჩატარებული სპორტულ საგანმანათლებლო ღონისძიებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ლონდონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ლაშა შავდათუაშვილთან შეხვედრა.

სეოკ-ის იმერეთის რეგიონალურმა ორგანიზაციამ (თავჯდომარე:რევაზ რობაქიძე) ოლიმოიურ ჩემპიონს პირველი შეხვედრა ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონებისათვის სპეციალურად მოწყობილ ოლიმპიურ ბაღში მოუწყო. ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს ოლიმპიური მოძრაობის მესვეურებმა ოლმპიურ ბაღში დაანახეს მომავალი ორ გზის ოლიმპიური ჩემპიონის ვარსკვლავის ადგილი, ლაშამ მათ პირობა აღუთქვა რომ ამ ვარსკვლავს დაეწერება თავისი სახელი ბრაზილიიდან ოლიმპიური მეორე ოქროს მოპოვებით. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ლაშასთან შეხვედრამ ქუთაისის სპორტულ მუზეუმში, სადაც ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ორიგინალური მედლები და მაისურებია გამოფენილი, ლაშამაც დიდი პატივისცემით მიიღო მუზეუმის მეცნიერ-მუშაკის,სპორტის მემატიანის- ზურაბ ჯავახაძის თხოვნა და მუზეუმის ის მაისური უსახსოვრა რომლითაც ლონდონის ოლიმპური თამაშების უმაღლეს კვარცხლბეკზე ასვლისას ეცვა.ძალიან მოიხიბლა ქუთაისელი სტუდენტები ლაშასთან შეხვედრით ქუთაისის უნივერსიტეტის დარბაზი გადაჭედილი იყო, ლაშას უამრავი შეკითხვები დაუსვეს სპორტსა და არა მარტო სპორტზე. უნივერსიტეტის ლექტორატმა (ლ.ქელბაქიანი) აღნიშნა ლაშას კარგ რესპოდენტობა ყველა კითხვა ლაშამ ამომწურავად გასცა პასუხი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალი ძიოდოს სკოლოს ყველა ახალგაზრდა ესწრებოდა ლაშა შავდათუაშვილთან შეხვედრას. იმდენად დიდი იყო ინტერესი ძიუდის დარბაზში 2 ნაკად იქნა მხოლოდ შესაძლებელი მოზარდები შეხვედროდნენ ლაშას,მან ე.წ. „მასტერ-კლასიც" კი მოუწყო მოზარდ ძიუდოისტებს, მან ყველა ბავშვის თხოვნა დააკმაყოფილა და მთელი 2 საათის განმავლობაში სამახსოვრო სურათბს იღებდა ბავშვებთან.

ეს იყო დიდი ოლიმპიური ზეიმი ქუთაისსა და იმერეთში. ლაშამ არა მარტო ხალიჩაზე მოხიბლა მისი გულშემატკივრები, მან დიდი როლი ითამაშა მოზარდი ძიუდოისტების, სტუდენტი ახალგაზრდობის სპორტით დაინტერესების აუცილებლობაში და რაც მთავარია მოხიბლა მთელი ქუთაისი მისი თავმდაბლობითა და ადამიანებისადმი კეთილგანწყობით.