ანონსი

01 ივნისი 2026

 

 

ბათუმში დიდი ოლიმპიური დღესასწაული იწყება.

2 ივნისს, 10:00 საათზე მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (ლეონიძის 15) გაიმართება პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნება საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: 

ლერი ხაბელოვი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

შალვა გოგოლაძე - საქართველოს სპორტის მინისტრი;

მაია ხაჯიშვილი - აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი;

ელგუჯა ბერიშვილი - ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე.

2 ივნისს, ბათუმში,  ️22:00 საათზე ,,აჭარაბეთ არენაზე"(გუდიაშვილის 8/12) გაიმართება ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტო ახალგაზრდული მულტისპორტული ღონისძიების საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონია

ფესტივალის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვრცლად - https://geonoc.org.ge/index.php?lang_id=&sec_id=149