პრესკონფერენცია

02 ივნისი 2026

დღეს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღეს: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ელგუჯა ბერიშვილმა.

პრესკონფერენციაზე სპორტის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ, მედიის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ფესტივალის პროგრამის, მონაწილე სპორტსმენებისა და გახსნის საზეიმო ცერემონიის შესახებ.

საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება და 17 სპორტის სახეობაში საქართველოს 12 რეგიონის ნაკრები გუნდები მიიღებს მონაწილეობას.

ფესტივალის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ვრცლად - ლინკი>>>