შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან

03 ივნისი 2026

დღეს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტთან, დიმიტრი შიოლაშვილთან, გულთბილი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოჯახთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ელგუჯა ბერიშვილი, ფესტივალის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი უჩა აბრამიშვილი და მამა მატათა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მნიშვნელობას, ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ასევე იმ ღირებულებებს, რომლებიც სპორტს, განათლებასა და სულიერებას აერთიანებს.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ფესტივალის ორგანიზატორებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბური ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ქვეყნის მომავლის გაძლიერებაში.