საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიურ ქარტიაში ცვლილებებს განიხილავს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, IOC-ის ივნისის 146-ე სესიაზე, ოლიმპიურ ქარტიაში შესატან მთელ რიგი ცვლილებებს განსახილველად წარადგენს.
შემოთავაზებული ცვლილებები პროგრამა „მომავლისთვის მზადყოფნის" (Future Readiness) შედეგია, რომელიც მიმდინარე გლობალური ცვლილებების ფონზე, IOC-ის განვითარებაზეა პასუხისმგებელი.
კერძოდ, პირველი სამუშაო ჯგუფი ქარტიის მეხუთე პუნქტში შესატან ცვლილებებზე მუშაობს. ეს ცვლილებები მიზნად ისახავს IOC-ის პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას და ორგანიზაციის დაცვას გადაჭარბებული სახელმწიფო, პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური გავლენისგან.
პროგრამის მეორე სამუშაო ჯგუფი ოლიმპიური თამაშების პროგრამის მართვის სტრუქტურის საკითხებს განიხილავს. ყოველივეს მიზანია, რომ თამაშების პროგრამასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები შესაბამის ოპერაციულ დონეზე იქნეს მიღებული და ასახავდეს იმ ფაქტორებს, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ თამაშების ორგანიზებასა და ჩატარებაზე. ასევე დაგეგმილია ცვლილებების შეტანა ოლიმპიური ქარტიის 45-ე პუნქტში, რაც მათ შორის, დოკუმენტიდან საერთაშორისო ფედერაციების სიის ამოღებასაც გულისხმობს.
IOC-ის 146-ე სესიას 24-25 ივნისს ლოზანა უმასპინძლებს.






