კირსტი ქოვენთრი მიიჩნევს, რომ IOC ოლიმპიური თამაშების მედალოსნებისთვის საპრიზოებს არ უნდა არიგებდეს

15 ივნისი 2026

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტი კირსტი ქოვენთრი მიიჩნევს, რომ ოლიმპიური თამაშების ჩატარების მოდელი კვლავინდებურად არ უნდა მოიცავდეს სპორტსმენებისთვის პირდაპირ ფულად გადახდებს.

ამ დროისთვის, თამაშების მონაწილეები და მედალოსნები IOC-ისგან პირდაპირ არანაირ ფინანსურ ჯილდოს არ იღებენ. ამით ეროვნული სპორტული ორგანიზაციები და სპონსორები არიან დაკავებულნი.

„არ მიმაჩნია, რომ სპორტსმენებისთვის გადახდები გვჭირდება. მე პატარა ქვეყანიდან ვარ და სპორტის იმ სახეობას წარმოვადგენ, სადაც ათლეტები არცთუ კარგად გამოიმუშავებენ (ქოვენთრი ზიმბაბვეს სახელით ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ცურვაში, ასევე მის ანგარიშზეა ოლიმპიური თამაშების ხუთი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი), მაგრამ მაინც არ ვფიქრობ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მათ ფული უნდა გადავუხადოთ", - აღნიშნა IOC-ის ხელმძღვანელმა.

ამასთანავე, ქოვენთრის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მეტი გზა უნდა გამონახოს, რათა სპორტსმენებს თამაშებისკენ მიმავალ გზაზე დაეხმაროს - კერძოდ, გამოავლინოს ტალანტები და მათ ოლიმპიური სტიპენდიები გამოუყოს.

„თავად ვიყავი „ოლიმპიური სოლიდარობის" სტიპენდიანტი (IOC-ის დეპარტამენტი, რომელიც ფინანსურ, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს დახმარების საჭიროების მქონე ათლეტებს). დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი წარმატებებს მივაღწევდი, ამიტომ მეტად მადლიერი ვარ.

თუ სხვებს სურთ, რომ ჩვენ შევიცვალოთ, მაშინ არ გვეყოლებოდა ამდენი ქვეყანა და სპორტის სახეობა, ეს კი ჩვენგან სპეციფიკურ მიდგომას მოითხოვდა. მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში გვექნებოდა ოლიმპიური თამაშები, ასევე არ ვფიქრობ, რომ ოლიმპიური მოძრაობა ამას ოლიმპიურ თამაშებად მიიჩნევდა", - თქვა ქოვენთრიმ.

ცნობისთვის, 2024 წელს მსოფლიო მძლეოსნობამ (World Athletics) გამოაცხადა, რომ ისტორიაში პირველად დაიწყებდა საპრიზო თანხების გადახდას ოლიმპიურ თამაშების მედალოსნებისთვის.