სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026"-ის დასკვნით თამაშებს დაესწრო

20 ივნისი 2026

20 ივნისს, ბათუმის სპორტის სასახლეში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2026"-ის დასკვითი თამაშები გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დაესწრო.

დასკვნითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის კულმინაციური ეტაპია, რომლის საგზურის მოსაპოვებლად საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების გუნდები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იბრძვიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია მისი დაარსების დღიდან, ხოლო ლერი ხაბელოვი აღნიშნული პროექტის ელჩია.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ფეხბურთის ტურნირის ვერცხლისა და ოქროს მედალოსნები დააჯილდოვა და ჩემპიონ გუნდს გამარჯვებულის თასი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.