23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე

23 ივნისი 2026

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით.

მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს.

საქართველოში, 1994 წლიდან, ტრადიციუალდ იმართება ამ დღისადმი მიძღვნილი ოლიმპიური ღონისძიებები.

საერთაშორისო ოლიმპიურ დღესთან დაკავშირებით,  დღეს ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის  თანამშრომლობით და ორგანიზებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, სეოკ-ის გენერალური სპონსორის - საქართველოს ბანკის, სეოკ-ის პარტნიორი კომპანიების -  „ავერსის" და „თელიანი ველის"  მხარდაჭერით გაიმართა ოლიმპიური გარბენი.

ქალთა და კაცთა კატეგორიაში საუკეთესო სამეული დaაჯილდოვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლერი ხაბელოვმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ, თბილსის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარემ შალვა სუთიაშვილმა, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი გვილავამ.

გარბენის თითოეულ მონაწილეს გადაეცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატი და სპეციალური მაისური.

#olympicday