ანონსი
06 ივლისი 2026
7 ივლისს, 13:00 საათზე, საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში (მაჩაბლის11), საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით გაიმართება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია ინდოეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ მესტვირიშვილისთვის მინიჭებული მაღალი სახელმწიფო ჯილდოს შესახებ - ქვეყნის პრეზიდენტმა მას ინდოეთის ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სპეციალური სახელმწიფო ჯილდო მიანიჭა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ ვლადიმერ მესტვირიშვილის მეუღლეს, მარინა სარიას გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ვლადიმერ მესტვირიშვილი პირველი ქართველი მწვრთნელია, რომლის ღვაწლი ინდოეთის მთავრობამ ასეთი მაღალი ჯილდოთი დააფასა.



