"ოლიმპიური ჰიმნი" ამსტერდამში დაჯილდოვდა
03 დეკემბერი 2012
მიმდინარე წლის დასაწყისში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ჩატარდა ლონდონის XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსი "სპორტი და ხელოვნება", რომლის მთავარი მიზანიც იყო მსოფლიოში ოლიმპიური პრინციპებისა და ოლიმპიური ქარტიის იდეალების პოპულარიზაცია. "სპორტი და ოლიმპიური ღირებულებების უპირატესობა, მეგობრობა და პატივისცემა" გახლდათ კონკურსის თემატიკა, ხოლო კატეგორიები გრაფიკული ნამუშევარი და სკულპტურა. სეოკ-ის მიერ ჩატარებული შიდა შერჩევის შედეგად ლოზანაში საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გაიგზავნა ლევან ვარდოსანიძის სკულპტურა "ოლიმპიური ჰიმნი", რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა და ამ ზაფხულს ოლიმპიადის პერიოდში ლონდონის Gუილდჰალლ-ის ხელოვნების გალერეაში იყო გამოფენილი.
25-27 ნოემბერს ამსტერდამში სოკ-ის "სპორტის, კულტურისა და ხელოვნების" რიგით მერვე მსოფლიო კონფერენცია გაიმართა, სადაც ზემოაღნიშნულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკეების დაჯილდოების ცერემონიალი მოეწყო. ჰოლანდიის დედაქალაქში ქართველი მოქანდაკეს ლევან ვარდოსანიძეს სკულპტურული ნამუშევრისთვის "ოლიმპიური ჰიმნი" მეორე პრიზი გადასცეს. კონფერენციას ესწრებოდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჟაკ როგი.
საინტერესოა, რომ ლევან ვარდოსანიძემ უკვე მესამედ მიიღო ანალოგიურ კონკურსში მონაწილეობა და სამივეჯერ გამარჯვებულთა შორის იყო.






