ბიატლონში შერეული ესტაფეტა 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი

27 ივლისი 2026

ბიატლონში შერეული ესტაფეტა (სინგლ-მიქსი) შეტანილია საფრანგეთის ალპებში გასამართი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს სხდომაზე.

სინგლ-მიქსი (რბოლაში ორი სპორტსმენი მონაწილეობს - ქალი და კაცი) ბიატლონის მსოფლიო ჩემპიონატებზე 2019 წლიდან ტარდება.