IOC-მა ფრირაიდი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართო

29 ივლისი 2026

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ფრირაიდი საფრანგეთის ალპებში ჩასატარებელი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართო. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო.

შეჯიბრებები ჩატარდება ბუნებრივ მთის რელიეფზე, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით.

გათამაშდება მედლების 4 კომპლექტი - კაცთა და ქალთა ჩათვლაში თითოეული დისციპლინისთვის (თხილამურები და სნოუბორდი).