გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს
აკადემიურ ნიჩბოსნობაში, ვარეზეში (იტალია) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 31 ქვეყნის ნიჩბოსნებს შორის საქართველოც არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა. საქართველოს ნაკრების წევრებმა მსუბუქ წონაში (Lightweight Men's Pair) ორადგილიანი ნავით (LM2-) მეორე საუკეთესო შედეგით გადაკვეთეს ფინიშის ხაზი და ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვეს.






