23-წლამდელთა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი აღმოჩნდა
პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის მეტად შედეგიანი აღმოჩნდა.
ვაჟთა პირად პირველობაში, 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატიკური პისტოლეტით სროლაში, ჩემპიონი იოანე ხვარეშია გახდა. მან ფინალურ სერიაში თავისი შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინა და 241.4 ქულით გაიმარჯვა.
ჩვენს ნაკრებს ოქროს მედალი გუნდურ შეჯიბრებაშიც ერგო: ამავე დისციპლინაში მარიამ აბრამიშვილმა, მარიამ მარშავამ და სალომე ფროდიაშვილმა 1711 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე გასულ უკრაინას 12 ქულით აჯობეს.
აბრამიშვილმა პირად ჩათვლაშიც შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა - ქართველმა სპორტსმენმა 234.7 ქულით ვერცხლის მედალი მოიპოვა.
შედეგიანი იყო შერეულ წყვილთა ასპარეზობაც - ბრინჯაოს მედალს მარიამ მარშავასა და გიორგი მუმლაძის დუეტი დაეუფლა.






