იოანე ხვარეშიამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა კი - ბრინჯაო

07 აგვისტო 2026

პოლონურ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში მეოთხე საშეჯიბრო დღეც წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის.

10 მეტრზე პნევმატური პისტოლეთით სროლის სოლო ტურნირში ჩემპიონის ტიტული იოანე ხვარეშიამ მოიპოვა - მან ფინალში უკრაინელი მაქსიმ კამინსკი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ხვარეშიამ ორი დღით ადრე ჩემპიონობა პირად პირველობაშიც იზეიმა.

დღესვე საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მედალი მოიპოვა: მრგვალ სტენდზე, შერეულ წყვილთა ასპარეზობაში, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ჩეხური წყვილი 6:0 დაამარცხეს.

ცნობისთვის, ბოიარშინოვამ ერთი დღით ადრე მრგვალ სტენდზე სროლის ინდივიდუალურ ფინალში ოქროს მედალი მოიგო.