19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა

22 აგვისტო 2026

სერბეთის ქალაქ ლოზნიცაში, სადაც 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე 36 ქვეყნის 380-მდე მოკრივეს შორის საქართველოს ნაკრები სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი, ჩვენმა გუნდმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა.

ტურნირი ყველაზე წარმატებული გამოდგა შალვა ბერიძისთვის (50 კგ). 17 წლამდელებში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა ბრწყინვალედ იასპარეზა, ხუთიდან ხუთი შეხვედრა მოიგო და ჩემპიონობა იზეიმა. ბერიძემ გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ირლანდიელი მეტოქე დაამარცხა.

ფინალამდე გაიკვალა გზა აკაკი ბასარიამაც (70 კგ). ევროპის მოქმედ ჩემპიონს 2025 წლის ტიტულის შენარჩუნებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა - ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირლანდიელ ჯონ მაჰერთან დამარცხდა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

ნაკრებს ბრინჯაოს მედალი მოუპოვა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთმა ფინალისტმა, დავით მხეცაძემ (80 კგ).