საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით თბილისმა საერთაშორისო ტურნირ „შავი ზღვის თასს" მეორედ უმასპინძლა

27 აგვისტო 2026

ღონისძიება საქართველოს სპორტის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 6 ქვეყნის ნაკრებმა გუნდმა.

„შავი ზღვის თასის" ჩემპიონი ზედიზედ მეორედ საქართველოს ნაკრები გახდა. მასპინძლებმა ტიტული დაიცვეს, ამჯერად ფინალში ბულგარეთის ნაკრები 27-19 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ქართულმა გუნდმა "Grandpas" მოიპოვა, რომელმაც მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყაზახეთის ნაკრებს 33-31 ანგარიშით მოუგო.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე ალექსანდრე ვარძელაშვილი (საქართველოს ნაკრები) გახდა, დაცვის საუკეთესო მოთამაშე - სტოიჩო მიტევ (ბულგარეთი), ხოლო შეტევის - კონსტანტინე ჩიკვატია (საქართველო).