ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ სლემის გამარჯვებულია
ძიუდოში საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა ლოზანის გრანდ სლემზე ხუთიდან ხუთივე შეხვედრა მოიგო და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. საწყის შეხვედრებში მან თურქმენეთისა და ფინეთის წარმომადგენლები დაამარცხა. მეოთხედფინალში იტალიელ მეტოქეს სძლია, ხოლო ნახევარფინალში - ფრანგ სპორტსმენს. ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში ლიპარტელიანს კვლავ ფრანგ ძიუდოისტთან მოუწია დაპირისპირება, სადაც წმინდა გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ეთერ ლიპარტელიანმა ხუთიდან სამ შეხვედრაში სუფთა გამარჯვება მოიპოვა, მათ შორის მერვედფინალში ფინელ მეტოქესთან დაპირისპირება სულ რაღაც 19 წამში დაასრულა.






