სეოკ-ის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოლებს
11 დეკემბერი 2012
გუშინ 10 დეკემბერს სეოკ-ის საანგარიშო-საარჩევნო სესიამდე ათი დღით ადრე ოფიციალურად ამოიწურა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა და ცნობილი გახდა იმ სამი კანდიდატის ვინაობა, რომლებიც 20 დეკემბერს 13:00 საათზე სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" დაგეგმილ ყრილობაზე ერთმანეთს შეებრძოლებიან.
სესიაზე ხმის უფლებით 111 დელეგატია მოწვეული, რომლებსაც არჩევანის გაკეთება ამჟამად მოქმედ პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, ოლიმპიურ ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ლერი ხაბელოვსა და ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ბეჟან ხურციძის შორის მოუწევთ. გამარჯვებულად და მომდევნო ოთხი წლით სეოკ-ის მესაჭედ გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც ყრილობაზე რეგისტრირებულ დელეგატთა 50%+1 ხმას მიიღებს.






