მედია-აკრედიტაცია 2028 წლის ლოს ანჯელესის ოლიმპიური თამაშებისთვის
09 სექტემბერი 2026
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი იწყებს ლოს ანჯელესის 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მედია-აკრედიტაციის (ჟურნალისტი, ფოტოგრაფი, სატელევიზიო და რადიოსამაუწყებლო - ENR) მსურველთა წინასწარი განაცხადების მიღებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოყოფილი კვოტის ფარგლებში (3 ჟურნალისტი, 1 ფოტოგრაფი, ENR -აკრედიტაციის კვოტა ჯერ არ არის განსაზღვრული).
დაინტერესებულ მედია ორგანიზაციებს გთხოვთ, ელ-ფოსტაზე - info@geonoc.org.ge
წერილობით მოგვაწოდოთ შესაბამისი მედია ორგანიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია (მედია ორგანიზაციის სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, საფოსტო კოდი, ჟურნალისტის, ფოტოგრაფის სახელი და გვარი).
სააკრედიტაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 2 ოქტომბერი.
აკრედიტებული ჟურნალისტის მივლინების დაფინანსებას უზრუნველყოფს მიმვლინებელი მედია-ორგანიზაცია.
დამატებითი შეკითხვებისთვის დაუკავშირდით სეოკ-ის პრესსამსახურს - ტელ: 599 58 00 01



