ანონსი

15 სექტემბერი 2026

 

 

16 სექტემბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
აღმასკომის 2026 წლის 16 სექტემბრის სხდომის
დღის წესრიგი

1. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში (სპორტის ზამთრის სახეობებში 14-21 თებერვალი, ბრაშოვი, რუმინეთი) მონაწილეობის მისაღებად ქართველ სპორტსმენთა მზადების მიმდინარეობის შესახებ.

(ლ.ხაბელოვი, მ.ხაბარელი, გ.ესაკია)

2. მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (დაკარი, სენეგალი, 2026 წლის 31 ოქტომბერი - 13 ნოემბერი) საქართველოს დელეგაციის პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ.

(ლ.ხაბელოვი, ნ. სალუქვაძე, გ.ესაკია)

3. სეოკ-ის სახელზე საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წერილის შესახებ.


(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)

4. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიის მოწვევის შესახებ.


(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)

5. სეოკ-ის წესდების IV თავის 1.1.1 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად სეოკ-ის აღმასკომის უფლებამოსილების ფარგლებში საანგარიშო სესიაზე წარსადგენ სეოკ-ის სუბიექტთა და პერსონალურ პირთა განსაზღვრის შესახებ.

(ლ.ხაბელოვი, ე.ზენაიშვილი)


6. სხვადასხვა