გიორგი ყუშიტაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

24 სექტემბერი 2026

საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ათკაციანი შემადგენლობით იასპარეზა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კონტინენტის პირველობაზე ჩვენს მოკრივეთაგან ყველაზე წარმატებით გიორგი ყუშიტაშვილმა (90 კგ) იასპარეზა. ევროპის ჩემპიონატის ოქროსა და მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაება. მან ჯერ ფრანგი სოჰებ ბუაფია დაამარცხა, შემდეგ - ირლანდიელი ჯეკ მარლი, რამაც ბრინჯაოს მედალი გაუნაღდა. სამწუხაროდ, ნახევარფინალში იგი ესპანელ ენმანუელ რეიეს პლასთან დამარცხდა და ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა.