სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა

23 ოქტომბერი 2026

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის პრეზიდენტის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლერი ხაბელოვის და სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის, ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვედრა.

შეხევდრას ესწრებოდნენ: სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური, საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ლევან ცაგურია, სუმოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ზურაბ აქუბარდია.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში სუმოს დღევანდელ მდგომარეობაზე, მისი განვითარების პერსპექტივებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა იოკუძუნა ჰაკუჰო შოს სტუმრობისთის, სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სეოკ-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა სახელმწიფოსგან სპორტის დიდ მხარდაჭერაზე, საქართველოს მდიდარ ოლიმპიურ ისტორიაზე, ქართველი სპორტსმენების მნიშვნელოვან მიღწევებსა და საქართველოში სუმოს განვითარების პერსპექტივებზე. მან გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სუმოს საერთაშორისო და საქართველოს ფედერაციებს საქართველოში ამ სპორტის შემდგომი განვითარებისთვის.

თავის მხრივ, სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოკუძუნა ჰაკუჰო შომ მადლობა გადაუხადა სეოკ-ის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს გულთბილი მასპინძლობისთვის და სუმოს განვითარების სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იოკუძუნა ჰაკუჰო შო, სუმოს სამყაროში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად ითვლება, მას ყველაზე მეტჯერ-45 ჯერ აქვს იმპერატორის თასის მოგებული.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.