ანონსი
23 ოქტომბერი 2026
26 ოქტომბერს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა ფიცის დადების და გაცილების ცერემონია IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე.
ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, სენეგალის დედაქალაქი დაკარი 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს და მასში საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში: მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა იასპარეზებს 13 სპორტსმენი.



