გვანცა ქარჩავამ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა წარმატებით დაიწყო

01 ნოემბერი 2026

დაკარში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრმა გვანცა ქარჩავამ წარმატებული სტარტი აიღო.

ქართველმა უშუისტმა ჩანცუანის კომბინირებული შეჯიბრების პირველ ნაწილში, გუნშუში (ჯოხით ვარჯიში), 8.710 ქულა დაიმსახურა და 12 მონაწილეს შორის მესამე ადგილი დაიკავა.

საკვალიფიკაციო ეტაპი ორი ნაწილისგან შედგება. სპორტსმენები პირველ დღეს ჯოხით ვარჯიშში ასპარეზობენ, მეორე დღეს კი ჩანცუანში, რომელიც უიარაღოდ სრულდება. ორივე გამოსვლის ქულები შეჯამდება და რვა საუკეთესო მონაწილე ფინალის საგზურს მოიპოვებს.

ამრიგად, გვანცა ქარჩავას პირველივე გამოსვლის შემდეგ ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვს.

ქართველი სპორტსმენი მეორე საკვალიფიკაციო გამოსვლას ხვალ, 2 ნოემბერს გამართავს. ფინალური ეტაპი კი 3 ნოემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ უშუ ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების პროგრამაში პირველად სწორედ დაკარის თამაშებზეა წარმოდგენილი.

პირველი საკვალიფიკაციო დღის შედეგები:

 

1. სონდოს სონბოლი (ეგვიპტე) - 9.153

2. ლანჩენბი ჩანუ რაჯკუმარი (ინდოეთი)- 8.876

3. გვანცა ქარჩავა (საქართველო) - 8.710

4. ვალერია დუდამელ ალვარადო (ვენესუელა) - 8.683

5. ლიზა ლო (საფრანგეთი) - 8.673

6. სამანტა როხას სერანო (მექსიკა) - 8.640

7. ამბერ ჟოუ (ახალი ზელანდია) - 8.400

8. მარია ვარდა ალიუა (ალჟირი) - 8.123

9. ლუდმილა როსალესი (არგენტინა) - 7.690

10. ლარა მარკეში (პორტუგალია) - 7.090

11. რაშმი ტამანგი (ნეპალი) - 7.026

12. ტრეისი ასენგონე (გაბონი) - 6.710