საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის შერეული გუნდური ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

07 ნოემბერი 2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე მედლებისთვის 13 ქვეყნის 113 ძიუდოისტმა იასპარეზა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეუერთდა, თუმცა, სამწუხაროდ, შარშანდელი შედეგის გამეორება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა (ნინო გულბანი, ლუკა მაისურაძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ლაშა შავდათუაშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი) მეოთხედფინალში უნგრეთი 4:2 დაამარცხა, შემდეგ საფრანგეთთან დაძაბულ დაპირისპირებაში 4:3 გაიმარჯვა, მაგრამ ფინალში რუსეთთან 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.