ქვიშის მოჭიდავეებმა ლუკა მახარაძემ და ნურადინ მუსტაფაევმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედლები მოიპოვეს
დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა გუნდმა ქვიშის ჭიდაობაში სამი მედალი მოიპოვა. 8 ნოემბერს ლუკა მახარაძემ (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევმა (90 კგ) ვერცხლი აიღეს. ერთი დღით ადრე კი საქართველოს პირველი მედალი ამ თამაშებზე დავით მძევაშვილმა (60 კგ) მოუტანა.
მახარაძემ და მუსტაფაევმა ჯგუფში სამივე შეხვედრა მოიგეს. ნახევარფინალში მახარაძემ ირანელ კიარაშ ტორაბის სძლია, მუსტაფაევმა კი ბრაზილიელი ალან სმიტ დე სოუზა ბეზერა დაამარცხა. ორივე ფინალურ შეხვედრაში აზერბაიჯანელმა მოჭიდავეებმა გაიმარჯვეს. ლუკა მახარაძე ტუნარ გულიევთან დამარცხდა, ნურადინ მუსტაფაევმა კი შეხვედრა ელგუნ კარიმლისთან დათმო.
ერთი დღით ადრე იასპარეზეს დავით მძევაშვილმა ( 60 კგ.) და ბოგდან კვანტალიანმა (80 კგ.). მძევაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, კვანტალიანმა (80 კგ), ასპარეზობა ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა.
9 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 1/4 ფინალში იასპარეზებს მოკრივე ემილ ისმაილოვი.






