სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ
27 დეკემბერი 2012
ზამთრის XXII ოლიმპიურ თამაშებზე (სოჭი, 2014 წლის 7-23 თებერვალი) დასასწრებად და მის გასაშუქებლად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად ქართული სპორტული მასმედიის წარმომადგენლებმა განაცხადით უნდა მიმართონ სეოკ-ის პრესსამსახურს.
სოჭში ჟურნალისტის მგზავრობის, ცხოვრების, კვების და სხვა აუცილებელ ხარჯებს იხდის მიმავლინებელი ორგანიზაცია.
სეოკ-ში განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2013 წლის 25 იანვარი. მისამართი: (მაჩაბლის ქ. #11; ტელ: 2 510057; 577 405030)
სეოკ-ის პრესსამსახური






