მოკრივე ემილ ისმაილოვი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალშია

09 ნოემბერი 2026

IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, დაკარში, საქართველოს მედალი კრივშიც ექნება. 55 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში ემილ ისმაილოვმა ლიბანელი რამზი ჰილალი 5:0 დაამარცხა და მინიმუმ ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. ხუთივე მსაჯმა გამარჯვება ემილ ისმაილოვს მიანიჭა.

ჰილალი ლიბანის მრავალგზის ჩემპიონი და წლევანდელი არაბული ქვეყნების ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ისმაილოვისთვის ეს დაკარში მეორე გამარჯვებაა. პირველ შეხვედრაში, მერვედფინალში, მან დომინიკელ მაიკლ რეიესს 4:1 მოუგო.

ფინალის საგზურისთვის ემილ ისმაილოვი კანადელ ლისანდრო გარსია რებელოს შეხვდება. რებელო ონტარიოს ქალაქ მისისაგიდანაა და The Boxer's Club-ს წარმოადგენს. დაკარში მან ორივე ბრძოლა 5:0 მოიგო. მერვედფინალში ფინელ მაიკ პარჰიალას აჯობა, მეოთხედფინალში კი გამბიელ ალიუ სანიანგს.

ნახევარფინალი 11 ნოემბერს, საქართველოს  დროით 22:45-ზე არის დაგეგმილი. გამარჯვებული 12 ნოემბერს ოქროსთვის იბრძოლებს.