IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ტაეკვონდოისტმა შოთა ზედგინიძემ და მძლეოსანმა ნინო გოგიტიძემ იასპარეზეს
დაკარის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე 10 ნოემბერს საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდიდან ტაეკვონდოისტმა შოთა ზედგინიძემ და მძლეოსანმა ნინო გოგიტიძემ იასპარეზეს.
63 კგ-მდე წონით კატეგორიაში ზედგინიძემ მერვედფინალში სენეგალელ იბრაჰიმა ბეის ორივე რაუნდი მოუგო - 17:8 და 17:13. მეოთხედფინალში შოთა ზედგინიძე თურქ იბრაჰიმ ეფე დიუზელთან 0:2 დამარცხდა. დიუზელმა საბოლოოდ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
200 მეტრზე სირბილში ნინო გოგიტიძემ ნახევარფინალური გარბენი 27.44 წამში დაასრულა, მეხუთე ადგილი დაიკავა და ფინალის ბოლო საგზური დროის მიხედვით მოიპოვა. ფინალში ქართველმა მძლეოსანმა შედეგი გააუმჯობესა - დისტანცია 27.26 წამში გაირბინა და მეცხრე ადგილი დაიკავა.






