ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა

13 ნოემბერი 2026

დღეს სენეგალის დედაქალაქ დაკარში მიმდინარე ზაფხულის IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა საქართველოს ოლიმპიური ნაკრები გუნდის წევრმა, ხმლით მოფარიკავე გიორგი ურუშაძემ.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველმა მოფარიკავემ ხუთი ორთაბრძოლიდან სამი მოიგო. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და ქუვეითის წარმომადგენლებს 5:3 მოუგო, ტუნისელს კი 5:2 სძლია. გერმანელ და ბულგარელ მეტოქეებთან ურუშაძე 4:5 დამარცხდა. ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში მეექვსე ნომრად განითესა.

მერვედფინალში გიორგი ურუშაძემ ისლანდიელ არი იონასონს 15:1 მოუგო, მეოთხედფინალში კი იმავე ანგარიშით აზერბაიჯანელი აბას ჰუსეინოვი დაამარცხა. სამწუხაროდ ნახევარფინალურ შეხვედრაში თურქ ჯანდენიზ ბერაქთან 11:15 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.

ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ურუშაძე სინგაპურელ ეშტონ აუსთან 10:15 დამარცხდა და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა.