მურთაზ ხურცილავა 70 წლისაა
05 იანვარი 2013
დღეს 5 იანვარს გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, წარსულში თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" მცველს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ხუთგზის მესამე პრიზიორსა და თასის ფინალისტს, საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანს (23 მატჩი), ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანს და მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელს, სხვადასხვა წლებში ლანჩხუთის "გურიას", თბილისის "დინამოს", თბილისის "ლოკომოტივის", "შევარდენი 1906"-ის, ზუგდიდის "ოდიშის", საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენის კავალერს მურთაზ ხურცილავას დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს მურთაზ ხურცილავას ამ საიუბილეო თარიღს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.