"სოჭი-2014"-ის ჩირაღდანი და ფასკუნჯის ბუმბული

14 იანვარი 2013

14 იანვარს მოსკოვის სავაჭრო ცენტრ "გუმში" სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების ჩირაღდნის წარდგენის საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელიც რუსმა დიზაინერ-ინჟინრებმა შექმნეს.

2014 წლის თეთრი ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის ჩირაღდნები იდენტურია და განსხვავება მხოლოდ მათ ფერშია. პირველი ჩირაღდანი წითელ ფერშია გადაწყვეტილი, მეორე კი - ცისფერში.

ჩირაღნდების კონცეფცია დაფუძნებულია ქვეყნის კონტრასტულობაზე, რომელიც შერწყულია მის ტრადიციებსა და თანამედროვეობაზე. ჩირაღდნის გამოსახულებაში იკვეთება ფასკუნჯის ბუმბული, რომელიც მოგაგონებთ ცნობილი რუსული ზღაპრის პერსონაჟს.

ჩირაღდნის კორპუსი ჩამოსუხმულია ალუმინის შენადნობით, ხოლო მისი სახელური დამზადებულია გამძლე პოლიმერით. ჩირაღდნის სიგრძე 95 სანტიმეტრია და 1.8 კილოგრამს იწონის. სიმძიმის ცენტი ისეა შერჩეული, რომ სირბილის დროს მოხერხებული იყოს. ჩირაღდანი მაქსიმალურად არის დაცული ქარისგან, ყინვისგან და ზოგადად უამინდობისგან.

 ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 14 ათასი ადამიანი.