ოქრუაშვილმა ოქროთი დააგვირგვინა

2-3 თებერვალს თბილისმა ძიუდოისტთა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 22 ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდენენ. გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლეში გაშლილ ტატამზე საქართველოს ნაკრებმა 8 მედალი მოიპოვა და აზერბაიჯანის, ისრაელისა და იაპონიის შემდეგ მეოთხე გუნდური ადგილი დაიკავა.
შვიდი წონითი კატეგორიიდან ირაკლი უზნაძის გაწვრთნილთაგან ფინალში გასვლა მხოლოდ ორმა ძიუდოისტმა მოახერხა - ლაშა გურული (100კგ) გადამწყვეტ შეხვედრაში ებრაელ კოლეგასთან დამარხცდა, ხოლო ლონდონის ოლიმპიური თამაშების მონაწილე ადამ ოქრუაშვილმა (+100კგ) ოთხი მეტოქე ჩამოიცილა და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ბრინჯაოს მედლები აიღეს პაატა მერებაშვილმა (60კგ), ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ტრისტან ფეიქრიშვილმა (66კგ), ლაშა ტაველურმა (90კგ), დავით ლორიაშვილმა (100კგ) და გიორგი ზაქაიძემ (+100კგ).
ამ ტურნირზევე დიდი სპორტიდან გააცილეს ტიტულიანი ქართველი ძიუდოსტი, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე. ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა ირაკლი ცირეკიძეს მადლობა გადაუხადა ქართული ძიუდოს ისტორიაში შეტანილი უდიდესი წვლილისათვის.