იასონ აბრამიშვილის წარმატება

06 თებერვალი 2013

სამთო სათხილამურო სპორტში საქართველოს ნაკრების ლიდერმა იასონ აბრამაშვილმა გერმანიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ზამთრის კურორტ იენერში FIშ-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებაში ქართველმა მოთხილამურემ შესანიშნავად იასპარეზა და პირველობა არავის დაუთმო.

აბრამაშვილმა დისტანცია 1.33.95 წუთში დაფარა და ამ გამარჯვებით 22.40 ქულა მიიღო, რაც საერთაშორისო ფედერაციის რეიტინგში საგრძნობი დაწინაურების საშუალებას მისცემს.

იასონ აბრამაშვილს, რომელიც ვანკუვერის 2010 წლის ზამთრის თამაშების მონაწილეა, გაისად სოჭში გასამართი თეთრი ოლიმპიადის ლიცენზია თითქმის განაღდებული აქვს.